top of page

Key Aspects of ULDCT - SCREENING


მნიშვნელოვანი პროექტის უმნიშვნელოვანესი ასპექტები.

საერთაშორისო გამოცდილება, ჩვენი ქვეყნის მიღწევები და ახალი პროექტის სწორი მენეჯმენტის საერთო ღირებულებები


სკრინინგი

თბილისის მერია, პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგს დააფინანსებს.

პროცედურა მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება და მას „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აანაზღაურებს.

ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ - დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს. სკრინინგის პროგრამის დეტალები, მათ შორის ასაკი, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა.

სკრინინგის ფარგლებში ჩატარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ორი რადიოლოგი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაიკითხავს. განსხვავებული შეფასების შემთხვევაში, მესამე რადიოლოგის ჩართვით, კონფერენცია გაიმართება.

ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად, თბილისის მერიამ, წამყვანი კლინიკები შეარჩია, რომლებიც საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტების და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ ეტაპზე, პროგრამას, თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 16 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება.

სკრინინგის ჩასატარებლად მოქალაქემ პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს.

სამედიცინო დაწესებულებების ნახვა შესაძლებელია თბილისის მერიის ვებგვერდზე.


სკრინინგის მნიშვნელობა

რადიოლოგიურ კვლევებს ინტერპრეტირებას გაუკეთებს წამყვანი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი

პროგრამა ხელმისაწვდომია 1 მაისიდან - სრულიად უფასოდ!

პრევენცია იწყება დროული დიაგნოსტიკით!

რას მოიცავს სკრინინგი?

დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა

შედეგების დამოუკიდებელი შეფასება გამოცდილი რადიოლოგების მიერ

თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ზუსტი დიაგნოსტიკა

ვის შეუძლია მონაწილეობა?

თბილისში რეგისტრირებულ 45–75 წლის მოქალაქეებს, რომლებიც:

არიან თამბაქოს აქტიური მომხმარებლები

ან ბოლო 15 წლის განმავლობაში შეწყვიტეს მისი მოხმარება

რატომ არ ღირს გადადება!

ადრეული გამოვლენა საშუალებას გაძლევთ დაავადება აღმოაჩინოთ მანამ, სანამ სიმპტომები განვითარდება - რაც მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტიანი მკურნალობის და სრული გამოჯანმრთელების შანსებს.

პრევენცია იწყება დღეს - ჩვენი გუნდი გელოდებათ, ჩაიტარე სკრინინგი და ერთად ვიზრუნოთ შენს ჯანმრთელობაზე!


 
 
 

Comments


bottom of page